რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 3 702 საარჩევნო უბნის მიხედვით
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები 3 702 საარჩევნო უბნის მიხედვით გააცნო.

„ამ დროისათვის, თითქმის ყველა, 3702 საარჩევნო უბნის მონაცემი დათვლილია და შემაჯამებელი ოქმები ხელმისაწვდომია ცესკოს ვებ-გვერდზე. ამ წუთებში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნილ 3 საარჩევნო უბანზე“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგები შემდეგია:

№5 გრიგოლ ვაშაძე - 40.46%, (779 614 ხმა)
№48 სალომე ზურაბიშვილი 59.54%, (1 147 106 ხმა)

რაც შეეხება საზღვარგარეთ, მათ შორის ავღანეთში გახსნილი საარჩევნო უბნების წინასწარ შედეგებს, 57 უბნიდან დათვლილია 54 უბანი და საზღვარგარეთ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

№5 გრიგოლ ვაშაძე - 64. 27 %, (5 216 ხმა)
№48 სალომე ზურაბიშვილი 35.73%, (2 900 ხმა)

„აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტური გამოირჩეოდა ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით. ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმების დათვლის პროცესს. საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენისა და საარჩევნო უბანზე კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, ოქმები მიეწოდებოდა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ, უმოკლეს ვადებში ტვირთავდნენ შემაჯამებელ ოქმებს სპეციალურ პროგრამაში. საღამოს, 22:00 საათისთვის უკვე დაწყებული იყო ცესკოს მიერ მიღებული ოქმების ვებ გვერდზე გამოქვეყნება. საარჩევნო ადმინისტრაციამ კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე საათში, კერძოდ კი 24:00 საათამდე გააცნო საზოგადოებას არჩევნების წინასწარი შედეგები 1181 უბნის მიხედვით. საუბნო შემაჯამებელი ოქმები მთელი ღამის განმავლობაში ოპერატიულად იტვირთებოდა ცესკოს ვებგვერდზე და როგორც ოქმები, ისე განახლებული წინასწარი შედეგები ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

ანა მიქელაძემ მედიას ასევე გააცნო ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ. მისი თქმით ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით 307 საჩივარია შესული. „საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა, დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე. საჩივრების უმეტესი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა. არის ერთეული საჩივრები, რომლებიც უკავშირდება უბნის შედეგებს. ყველა საჩივარზე საარჩევნო კომისიებს ექნებათ შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა მიქელაძემ.

ბრიფინგის ბოლოს, ცესკოს პრეს-სპიკერმა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას და ამომრჩევლებს არჩევნებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.


 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.