რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,ყალბი ამბების" გავრცელების საპირისპიროდ მედიაორგანიზაციებისთვის კონკურსი გამოცხადდება
აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) გორის
ოფისში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან ერთად დისკუსია
გაიმართა. შეხვედრაზე 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ
განვითარებული მოვლენები შეაჯამეს ალიანსში გაწევრიანების საკითხთან
დაკავშირებით.
რა ვითარებაა დღეს აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ? რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა და რუსული პროპაგანდის საფრთხეები; რამდენად დაცულები ვართ უსაფრთხოების მხრივ და რა გაკეთდა, ან უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით? საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ; სამოქალაქო საზოგადოების როლი და მონაწილეობის დონე/ხარისხი კონფლიქტის მოგვარების საკითხში.
ამ და სხვა საკითხებზე მოწვეულომა სტუმარმა ნინო ბოლქვაძემ მოხსენება გააკეთა, შემდეგ კი აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა. დამსწრეთა შორის იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების, ოპოზიციის, მედიის წარმომადგენლენლები და დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები. მათი ნაწილი ნატოსთან ურთიერთობაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავს და თვლის, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში ქვეყანა ვერ გახდება ნატოს წევრი.
ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ეს პოზიცია მითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი მიდგომები საზოგადოების ნაწილის მხრიდან რუსული პროპაგანდის შედეგად ვრცელდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრაზე, ორ ნაწილად გაყოფილი გერმანიის მაგალითი განიხილეს და იმ ნაბიჯებზე იმსჯელეს, თუ როგორ გახდა ალიანსის წევრი ამ ქვეყნის ჯერ დასავლეთი ნაწილი, მოგვიანებით კი მთლიანი გერმანია.
შეხვედრაზე ვრცელი დრო დაეთმო ე.წ. ფეიკ ნიუსების" (ყალბი ამბები) თემას. მოწვეულმა სტუმარმა მედიის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხებზე მუშაობისას სიფრთხილისა და პროფესიონალიზმის გამოჩენა მართებთ, რადგან თავადაც არ აღმოჩნდნენ ანალიზისა და ფაქტების სიღრმისეულად გაცნობის გარეშე ინფორმაციის გამავრცელებლები.
ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დასასრულისკენ აღნიშნა, რომ მომავალი წლის დასაწყისში რეგიონული მედიასაშუალებებისთვის კონკურსი გამოცხადდება. ადგილობრივი ჟურნალისტები, მათი მხარდაჭერის შედეგად, მითების საპასუხოდ, სწორი ინფორმაციის გავრცელების პროცესში ჩაერთვებიან.

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები