რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ერგნეთის სკოლაში მოზარდებთან თანასწორობის შესახებ ისაუბრეს
ერგნეთის საჯარო სკოლაში მეათე კლასელმა მოსწავლეებმა ქალთა მიმართ
ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას სპეციალური გაკვეთილი
დაუთმეს. აქტივობის ორგანიზატორი მათი სამოქალაქო განათლების
პედაგოგი, ლია ჩლაჩიძე იყო. მისი განმარტებით, სკოლის ასაკიდანვე
თანასწორობაზე საუბარი მოზარდებს დაეხმარებათ ჩამოყალიბდნენ, როგორც
ინფორმირებული და აქტიური მოქალაქეები.
გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული აქტივობის პირველ ნაწილში პედაგოგთან ერთად 15 წლის მოზარდებმა კონკრეტული მაგალითები განიხილეს, თუ რა დროს და როგორ ირღვევა ქალთა უფლებები, როდის ხდება ქალი ძალადობის მსხვერპლი და რა მექანიზმები არსებობს სახელმწიფოს მხრიდან მისი დაცვის თვალსაზრისით. მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოხატეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ერთხმად დაგმეს ძალადობა, რაც მათი განმარტებით ნებისმიერი სახით დანაშაულს წარმოადგენს.
თანასწორობასა და მშვიდობიანი თანაცხოვრების, ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების თავიდან არიდების გზებზე, ასევე დიალოგის მნიშვნელობასა და აქტიური მოსმენის პრინციპებზე, მოზარდებს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი, ნინო ჩიბჩიურიც ესაუბრა და აღნიშნულ საკითხებში უკეთ გარკვევის მიზნით მოზარდები შესაბამის სიმულაციურ თამაშებში ჩართო.
მოგვიანებით მოზარდებმა მათ მიერ შემოშავებული ლოზუნგები გააჟღერეს და მცირე ვიდეო რგოლიც ჩაწერეს, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიას ეხმაურებოდა. მოზარდების წამოწყებას სკოლის პედაგოგებიც შეუერთდნენ.

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები