ახალი ამბები
გამგებელი: ,,18 ათას ლარს ჩემი ხელფასიდან დავაბრუნებ ბიუჯეტში"

 

პროცედურულად, 6 ყოფილ რწმუნებულს კომპენსაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაერიცხება, ხოლო ბიუჯეტის დანაკლისს გოჩა გოჩიტაშვილი შეავსებს.

 

რწმუნებულების გათავისუფლება 2013 წლის დეკემბერში მოხდა.  გათავისუფლებული რწმუნებულები ამბობდნენ, რომ ისინი პირადი განცხადების გარეშე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. იხ. ამ თემაზე 2013 წლის მასალა აქ:

 

რაც შეეხება სამსახურში აღდგენას, ჯერჯერობით, ეს საკითხი ღიად რჩება.  ერთ-ერთ გათავისუფლებულ ყოფილ რწმუნებულს, ჯემალ სალხინაშვილს უარს იმ მოტივით უცხადებენ, რომ იმ დროინდელი გამგეობის ლიკვიდაცია განხორციელდა. ჯემალ სალხინაშვილი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ბრძოლას გააგრძელებს. გათავისუფლების ფაქტი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე მოხდა.

 

იხ. გოჩა გოჩიტაშვილის განცხადება



Print

სტატიის გამოყენების პირობები