ახალი ამბები
ატენში სასმელი წყლის რეაბილიტაციის ,,IV ეტაპი" განხორციელდება
გორის მერიას, ცენტრალური ბიუჯეტიდან, დამატებით 200 000 ლარი, სწორედ, ატენის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით, გამოუყეს. დეპუტატმა ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

სოფელ ატენში,  ამჯერად სასმელი წყლის მეოთხე რაუნდია მოსალოდნელი.

ცნობისათვის, ატენში სასმელი წყლის რეაბილიტაცია 2016 წლის ზაფხულში დაიწყო და 2017 წელს უნდა დამთავრებულიყო.

მეორე ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობის დროს სათავეში გრუნტის წყალი დაიკარგა. წყლის დონე სათავე ნაგებობაში იმაზე ნაკლებია, ვიდრე მოსახლეობას ჭირდება.

პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოების შემდეგ საჭირო გახდა მესამე ეტაპის ჩატარებაც. მესამე ეტაპს დამთავრების ვადა 2019 წლის აპრილამდე მისცეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები