
დღეს, 25 სექტემბერს, 15:00 საათზე საოკუპაციო ხაზის
მოსაზღვრე სოფელ მერეთის საჯარო სკოლის ეზოში, კონცერტი გაიმართა.
კონცერტის ორგანიზატორი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია
იყო.
,,ისინი ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს მიულოცავენ და
საესტრადო სიმღერებს შეასრულებენ" - აღნიშნულია მერიის
განცხადებაში.
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში მიწვეულნი იყვნენ: დათო გომართელი;
ნოდიკო ტატიშვილი; დათუნა მგელაძე; გიორგი სუხიტაშვილი; მაკა
ზამბახიძე; ნეკა სებისკვერაძე; თიკა ჯამბურია; ნიკა მაჩაიძე; ლელა
წურწუმია; ოთო ნემსაძე.
სტატიის გამოყენების პირობები