ახალი ამბები
შსს: გორელი ტაქსისტი, რომელსაც ეძებდნენ, გამოჩნდა

 

პეტრიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები, 1962 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელიც თბილისში ტაქსაობდა, ოჯახს 13 ივნისის ღამის შემდეგ არ დაკავშირებია და, შესაბამისად, თბილისის წუხანდელი წყალდიდობის გამო, მასზე პოლიციის განყოფილებებმა ძებნა 14 ივნისს დილიდან გამოაცხადეს.

 

წუხანდელმა 5 საათიანმა წვიმამ დედაქალაქში მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი. ვერეს ხეობაში დატბორილი და წაღებულია საცხოვრებელი სახლები, ავტომანქანები, ჩანგრეულია გზები და ხიდები. ეძებენ დაკარგულებსაც. 

 

გარემოს დამცველის ნინო ჩხობაძის აზრით, წყალგაუმტარობა ვერეს ხეობასთან აშენებულმა ესტაკადამ და მდინარის კალაპოტში არასწორად გამართულმა საგზაო ინფრასტრუქტურამ გამოიწვია. აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში გაკეთდა. 

 

,,ეს პროექტი დაწყებისთანავე იყო პრობლემატური. ის გარემოზე ზემოქმედების შესახებ დასკვნის გარეშე დაიწყო." - აცხადებს ნინო ჩხობაძე. მისი თქმით, თავის დროზე, სპეციალისტების შენიშვნები არ გაითვალისწინეს.

 

იხ. 

 

მდინარე ვერე –საფრთხე მოსახლეობისთვის (2011 წლის სტატია)

 

თბილისის ტრაგედია - სოციალური ქსელის ფოტოები

Print

სტატიის გამოყენების პირობები