საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ საიტზე STOPCOV.GE-ზე განახლდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 10-ით გაიზარდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 006 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 883 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები