სკრის საარჩევნო უბანთან ,,ქართული ოცნების" დროშები გამოფინეს
სკრის საარჩევნო უბანზე ,,ქართული ოცნების" დროშები გამოფინეს. მმართველი გუნდის მხარდამჭერების თქმით, დაცულია დისტანცია.

ოპოზიციური პარტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი ორგანოები არ რეაგირებენ.

12 საათის მონაცემებით, გორის უბნებზე 18 134 ამომრჩეველი მივიდა. ამის შესახებ საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა განაცხადა.

ამ პერიოდისთვის აქტივობა 18,1 პროცენტია. სულ საოლქო კომისიაში ორი საჩივარი შევიდა. მალხაზ მირუაშვილის თქმით, ისინი პროცედურულ დარღვევებს ეხება.

დილის 10 საათის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში გახსნილ საარჩევნო უბნებზე 7766 ამომრჩეველი იყო მისული.

მხოლოდ გორის უბნებზე რესგიტრირებულია 95 921 ამომრჩეველი.

2012 წლის ანალოგიურ პერიოდში, დილის 10 საათზე, გორში ამომრჩეველთა აქტიურობა იყო 30 299. 2012 წელს გორის უბნებზე რეგისტირებული იყო 112 291 ამომრჩეველი.



Print

სტატიის გამოყენების პირობები