ახალი ამბები
გაუმარჯოს გაზს, რომელიც ჯერჯერობით ვერ ათბობს - კნოლევი

 

გელაშვილების ოჯახში მეზობლები ნიგოზს ანთებული ღუმელის გარშემო არჩევდნენ. ოთახში, სადაც ბუნებრივი აირი გაიყვანეს, შეშის ღუმელი დგას. მასპინძელმა გაზქურა აანთო, ხოლო მისმა ახლობელმა გიორგი თოთლაძემ ჭიქა ღვინით საქართველოს მთავრობა დალოცა.

 

,,გაუმარჯოს იმათ ვინც ეს გაზი შემოგვიყვანა" - თქვა სადღეგრძელოდ ოჯახის ახლობელმა. ცოტა ხანში ღუმელში მასპინძელმა შეშა დაამატა.

 

გელაშვილები ფიქრობენ, რომ წელსაც და მომავალი ზამთრისთვის ბუნებრივი აირის გამათბობლებს ვერ გამოიყენებენ. 

 

,,ჯერ ერთი ძვირი დაჯდება ყოველთვიურად გახარჯული გაზის ანაზღაურება. ჩემი ქალიშვილი მეზობელ სოფელშია გათხოვილი და თვეში 200 ლარი უჯდება. თანაც, გამათბობელი ოთახებს ანესტიანებს და ძალა არა აქვს" - გვითხრა მასპინძელმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები