,,გილოცავ, შენ გახდი დედა" - ასე მიმართა ზაზა მეზვრიშვილმა ძროხას,
რომლის მშობიარობა საკუთარ თავზე აიღო. ერთ-ერთ ოჯახს ძროხის
მშობიარობაში დაეხმარა და მისმა ,,ოპერაციამ" წარმატებით ჩაიარა.
ზაზა მეზვრიშვილმა ფაქტის ამსახველი სრული ვიდეო სოციალურ ქსელში
გამოაქვეყნა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მეზვრიშვილმა გორის მაჟორიტარ
დეპუტატად იყარა კენჭი. მან მხოლოდ 298 ხმა აიღო.
მანამდე, 2014-2017 წლებში ქალაქ გორის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული
პარტიიდან. საპარლამენტო არჩევნებში კი, ,,ზვიადის გზის" სახელით
სცადა დეპუტატობა.
სტატიის გამოყენების პირობები