ასე გამოიყურება ის ადგილი, სადაც სკვერის მოწყობის სამუშაოები 3
დღეში უნდა დასრულდეს. 31 იანვარს სკვერი მზად უნდა იყოს, თუმცა
სამუშაობის მხოლოდ 20%-ია შესრულებული.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სამუშაოებს კომპანია ,,ამ
ჯორჯია" ახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2020 წლის
სექტემბრიდანდ დაიწყო და 3 თვეში უნდა დასრულებულიყო.
ამავე პროექტის მიხედვით, აღნიშნულ სკვერში ბილიკის გარდა, უნდა
დაიდგას ,,აიწონა-დაიწონა'' და პლასტმასის სხვადასხვა
მოწყობილობები.
რატომ ვერ სრულდება დათქმულს დროს, შესყიდვების სააგენტოს
ვებ-გვერდზე, კომპანიას გადავადების შესახებ მოთხოვნა ჯერ გაგზავნილი
არა აქვს. კომპანიის დირექტორი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
,,სარეაბილიტაციო სამუშაოებამდე'' აღნიშნულ სკვერში საჭიდაო იყო
მოწყობილი.

სტატიის გამოყენების პირობები