დაზარალებული 45 წლამდე ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების
მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას,
რომლითაც შეჯახება მოხდა, ეძებენ.
სტალინის გამზირიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი,
სავარაუდოდ, მერსედესის მარკის ავტომანქანა მოქალაქეს მოსახვევში
დაეჯახა.
პატრულის საგამოძიებო ჯგუფი ერთ-ერთ მაღაზიის ვიდეოთვალის ჩანაწერს
შიფრავს. დაზარალებული ქალბატონის ჯანმრთელობას კი საფრთხე არ
ემუქრება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით.
სტატიის გამოყენების პირობები