ახალი ამბები
დაზიანებული შუქნიშანი გზაჯვარედინზე



ქალაქ გორში, ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის გამზირების გადაკვეთაზე, თვეზე მეტია შუქნიშანი არ მუშაობს. შუქნიშანი მას შემდეგ გამორთეს, რაც ფერების მონაცვლეობის რიტმი დაირღვა და ავარიაც მოხდა.


ქალაქ გორის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი არჩილ კაჯილაშვილი ამბობს, რომ შუქნიშანს უახლოეს მომავალში ტენდერში გამარჯვებული კომპანია გააკეთებს. მისი რეაბილიტაცია 800 ლარი ჯდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები