ახალი ამბები
გვიან ღამით თეთრი ფერის ,,X5" მამაკაცს დაეჯახა

გორში, კომბინატის დასახლებაში, თეთრი ფერის ავტომანქანამ (,,X5") მამაკაცი გაიტანა. გამოძიება განიხილავს ვერსიას იმის თაობაზე, რომ ავტომანქანამ, ნასვამ მდგომარეობაში და ასფალტზე მყოფ ადამიანს, გზის სავალ ნაწილზე გადაურა.

ასევე არსებობს მანამდე სხვა მანქანის დაჯახების ვერსიაც.

ადგილობრივი მცხოვრები ადგილზე გარდაცვლილი ნახეს.

ფაქტი 21 დეკემბერს, დილის 2 საათზე მოხდა.

,,X5"-ის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა. ავტომანქანა ევაკუატორით ავტოსადგომზე გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის ,,5"-ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ავტომანქანის მძღოლი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდება ადამიანის გარდაცვალების რეალური მიზეზები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები