ახალი ამბები
სტალინის პიროვნებისა და მერის მამის პროპაგანდისტები

200-მდე სტალინელი, საბჭოთა კავშირის ბელადის დაბადების დღეზე, ჯერ სახლმუზეუმის ეზოში, შემდეგ გორის ადმინისტრაციული შენობის წინ შეიკრიბა.

მათ შორის სტალინის პიროვნების პროპაგანდისტი ზაურ წურწუმიაც იმყოფებოდა.

ზაურ წურწუმია ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. ამბობს, რომ სამხედრო მსახიობია. 6 თვე ჩინეთში მსახურობდა, შემდეგ დააბრუნეს - რუსული კარგად არ იციო.

,,ამჟამად, დაკავებული ვარ სტალინის აგიტაცია-პროპაგანდით" - აცხადებს ზაურ წურწუმია, რომელიც ისეთივე ტანისამოსს და ჩიბუხს იყენებს, როგორსაც ერთ დროს საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი.

აქციის წევრებმა 2010 წელს აღებული სტალინის ძეგლის უკან დადგმა მოითხოვეს. ამისთვის საყვედური გორის საკრებულოს თავმჯდომარეს პაპუნა კობერიძეს გამოუცხადეს. ქალაქის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს კი პატივს სცემენ.

,,მამამისი სტალინის საზოგადოების წევრი იყო. სწორედ ძეგლის არდადგმას შეეწირა" - ამბობს ნაზი სტეფანიშვილი, რომელსაც ზურაბ ჯირკველიშვილის მამის, ერთი წლის წინ გარდაცვლილი არჩილ ჯირკველიშვილის ფოტო ჰქონდა წამოღებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები