ახალი ამბები
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ბუკლეტები დარიგდა

დღეს გორში ქალაქის მერიისა და სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ შიდა ქართლის ბიუროს ორგანიზებით საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდა.

გორის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, საბანკო სექტორის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდათ.

საინფორმაციო ბროშურები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თაობაზე დეტალურ განმარტებებს მოიცავენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, სტუდენტების, მოსწავლეების და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და მათთვის აღნიშნული თემის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრები და მსგავსი ტიპის საინფორმაციო აქტივობები გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის შესახებ რიგით მეოთხე, საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ტექნიკური პროცესი წარმატებით დაასრულა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები