სოფელ მეტეხში 6 სულიანი ოჯახი ღია ცისქვეშ დარჩა. საცხოვრებელ სახლს
ცეცხლი სადენებიდან 26 დეკემბერს მოულოდნელად გაუჩნდა.
გიორგი პატარქალიშვილის ოჯახში 2 მცირეწლოვანი წევრია, მათ შორის - 3
კვირის ბავშვი.
ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებისთვის კასპის მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტში სოციალური დახმარება მაქსიმუმ 2 ათასი ლარია
გათვალისწინებული.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, ოჯახს სოციალური
მუხლით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 ათასივე ლარით დაეხმარებიან.
ზარალის ოდენობა დიდია.
ფოტოები ადგილიდან მოგვაწოდეს
სტატიის გამოყენების პირობები