მტკვარზე წყლის დონის მომატების გამო სოფელ ქვახვრელის სიახლოვეს
მწყემსები კუნძულზე ჩარჩნენ. ამის შესახებ ერთ-ერთი მათგანი
გვესაუბრა.
,, მხოლოდ საქონელი ვერ გადაგყვყავს. წყლის დონე ისე არაა მომატებული,
რომ წყალმა კუნძული დაფაროს. სამაშველოც აქ არის, თუმცა არავის
სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,'' - გვითხრეს კუნძულიდან.
სამაშველო სამსახურის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ
ქვახვრელთან მდინარე მტკვარზე უხვი ნალექის გამო კუნძული წარმოიქმნა.
მასზე 6 მწყემსი ცხვართან ერთად ჩარჩა. ადგილზე შესაბამისი მცურავი
საშუალებებით იმყოფებიან სამაშველო ბრიგადები.
ფოტოები კუნძულიდან:

სტატიის გამოყენების პირობები