ხაშურის მუნიციპალიტეტს საახალწლო ღონისძიებები 25 000 ლარი დაუჯდება,
თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსის, კონსტანტინე ფრუიძის
თქმით, 31 დეკემბრის ღამეს, ქალაქში გრანდიოზული კონცერტი
იგეგმება.
კონცერტში მონაწილეობას ქართველი ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ,
თუმცა მათი ვინაობა კონსტანტინე სვანიძემ ჯერ არ იცის.
კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება და 01:00 საათზე დასრულდება ახალი
წლის დადგომას ხაშურელები ფოიერვერკით იზეიმებენ.
ახალი წლის მთავარი ატრიბუტი ნაძვის ხე დღეს აიწყობა ასევე
მიმდინარეობს საახალწლო განათებების მონტაჟიც.
სტატიის გამოყენების პირობები