ახალი ამბები
50 ლარიანი ვაუჩერები მრავალშვილიან ოჯახებს

ქალაქ გორში სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სურსათის ვაუჩერები გადასცეს.

გორის მერიამ 50 ლარიანი ვაუჩერი 15 ოჯახს სპონსორებთან ერთად მოუმზადა.

ვაუჩერთან ერთად აღნიშნულ ოჯახებს ნობათიც მიუტანეს.

.
,,ზოგიერთს ბინის ქირასაც ვუხდით, ბევრი მათგანი პროგრამის ჯანდაცვის პაკეტითაც სარგებლობს. მაგრამ საახალწლოდ გვინდოდა ისინი მცირე ნობათითაც გაგვეხარებინა.“ - განაცხადა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა ეკა ქუთათელაძემ.

ვაუჩერის მფლობელები სასურველი პროდუქტის სუპერმარკეტ ,,ჯიბეში“ შეიძენენ. მერიის კულტურის სამსახური კი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს საახალწლო კონცერტებზე დასასწრების მოსაწვევებს ურიგებს.

საახალწლო ნობათისთვის ხარჯები მერიის თანამშრომლებმა და კერძო მეწარმეებმა: შპს ,,ჯიბემ“, შპს ,,ივერონმა“, შპს ,,ეარლინკმა“, ინდმეწარმე გიორგი ლოლიშვილმა და ინდმეწარმე გულო მიხანაშვილმა - გაიღეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები