ცხინვალში დე-ფაქტო სახელმწიფოს სახელის შეცვლაზე ფიქრობენ

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო პორტალ ,,ოსინფოს" გამოკითხვით, საიტის ვიზიტორთა უმრავლესობა ,,სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის" სახელის შეცვლას ,,ალანიის რესპუბლიკით" ითხოვს. 

გამოკითხვაში მონაწილეობა 1003 ვიზიტორმა მიიღო, შედეგები ასეთია:

,,ალანიის რესპუბლიკა" - 523 (52.14%)
სამხრეთ ალანიის რესპუბლიკა - 182 (18.5%)
დარჩეს როგორც არის - 298 (29.71%)


ინტერნეტგამოკითვა მას შემდეგ ჩატარდა, რაც გუშინ 29 დეკემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა სახელის შეცვლის თაობაზე ისაუბრა.

თიბილოვმა საკუთარ ადმინისტრაციას საკითხის მომზადება და პარლამენტში მისი წარდგენა დაავალა.

ცხინვალში დე-ფაქტო რესპუბლიკის სახელის შეცვლის თაობაზე დისკუსია დიდი ხანია მიმდინარეობს. არსებობს მოსაზრებები იმის თაობაზეც, რომ ეროვნების აღმნიშვნელი სიტყვა ,,ოსი" შეიცვალოს ,,ალანით". ამის მაგალითად, ცხინვალში პოპულაური გაზეთი ,,რესპუბლიკა" მოჰყავთ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გამოდის სახელწოდებით: ,,სამხრეთ ოსეთის-ალანიის ახალგაზრდული გაზეთი"
Print

სტატიის გამოყენების პირობები