დღეს, დღის მეორე ნახევარში ხაშურსა და ქარელის მუნიციპალიტეტების
ტერიტორიაზე, ნალექი მოვიდა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა რამდენად მომზადებული
ხვდება ადგილობრივი ხელისუფლება თოვლს.
ქარელის მუნიციპალიტეტი ტექნიკური მარილის ყიდვას არ აპირებს.
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ალექსი ჯოჯიშვილი
ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ბალანსზე მხოლოდ ,,ერთ დანიანი" ტრაქტორი
ირიცხება, რომელიც სოფლამდე მისასვლელ გრუნტის გზებს გაწმენდს.
ალექსი ჯოჯიშვილი თქმით, ქარელის მთავარ ქუჩაზე ტექნიკურ მარილს
საქართველოს გზების დეპარტამენტის ტექნიკა დაყრის.
ტექნიკურ მარილს ყიდულობენ, თუმცა ამ დრომე არ შეუძენია ხაშურის
მუნიციპალიტეტს.
აიპ „ხაშურსერვისის“ დირექტორი ნუგზარ ცხოვრებაძე ამბობს, რომ საგზაო
დეპარტამენტთან ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული და საჭიროების
შემთხვევაში ტექნიკურ მარილს სწორედ ამ სამსახურისგან შეიძენენ.
ნუგზარ ცხოვრებაძის თქმით, ქალაქს 3 ერთეული „ესტო“,“გრეიდერი“ და
„ჯი-სი-ტი“ ტიპის ტექნიკა ემსახურება და საჭიროების შემთხვევაში გზებს
გაწმენდენ.
რაც შეეხება სოფლებს, ცხოვრებაძემ განმარტა, რომ ტენდერია
გამოცხადებული და გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, დიდთოვლობის
შემთხვევაში, სოფლამდე მისასვლელი გზები გაწმინდოს.
კასპმა 2015 წლის ბიუჯეტიდან 8699 ლარი გამოიყო გზების გასაწმენდად და
ტექნიკური მარილის დასაყრელად.
მუნიციპალიტეტმა უკვე შეიძინა 17 ტონა ტექნიკური მარილი. .ხაშურის
მსგავსად ტენდერი ჩაატარა კასპის მუნიციპალიტეტმა და სწორედ ტენდერში
გამარჯვებული კომპანია უზრუნველყობს გზების გაწმენდას დიდთოვლობის
შემთხვევაში.
სურათი: ხაშური, 30.12.2015
სტატიის გამოყენების პირობები