გორის ცენტრში მდგარ სოციალურ მაცივართან დილის 12-ის ნახევრიდან
გრძელი რიგი იდგა.
სოციალურად გაჭირვებულები მაცივრის შევსებას ელოდებოდნენ.
მაცივარი კი კომპანია ,,კოკა-კოლას" წარმომადგენლებს უნდა
შეევსოთ.
ზუსტად 12 საათზე კოკა-კოლას მანქანით წვენები და პროდუქტი
მიიტანეს.
„ ბატონმა თემურ ჭყონიამ დაგვავალა, რომ დღეს დავხმარებოდით ამ
ადამიანებს, 1300 ლარამდე კოკა-კოლა გვაქვს ჩამოტანილი, ხოლო
დანარჩენი 400 ლარით საკვები მოვიტანეთ. ,,კოკა კოლა" მომავალში კიდევ
გააგრძელებს თუ არა მსგავს აქციას, არ ვიცით, ამას ბატონი ჭყონია
გადაწყვეტს.“ - გვითხრა კოკა-კოლას წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, ქალაქის ცენტრში, სოციალური მაცივარი 25 დეკემბერს
ახალგაზრდული მოძრაობა ,,დროას" ინიციატივით დაიდგა. ადგილი გორის
მერიამ გამოყო, ხოლო ელექტროენერგიით უზრუნველყოფა თიბისი ბანკს
ეკუთვნის. მხარდამჭერია ორგანიზაცია ,,ორბელიანი საქართველო"
სოციალურ მაცივარში მოქალაქეებს სხვადასხვა სახის პროდუქცის მიტანა
შეუძლიათ, რომელსაც გაჭირვებული მოსახლეობა მოიყენებს.
სტატიის გამოყენების პირობები