სარეცხი მანქანა ყველა ქალს - სამზარეულოს ევოლუციიდან რევოლუციამდე.
ეს იყო აქციის ლოზუნგი, რომლის გარშემოც სხვადასხვა სფეროში
დასაქმებული ქალები გაერთიანდნენ.
სრულიად უცნობი ოჯახისთვის მათ სარეცხი მანქანა შეიძინეს და ნიქოზში
გაუგზავნეს.
32 წლის ლეილა ნამორაძე 5 შვილის დედაა. სოციალურად დაუცველი 7
სულიანი ოჯახი ცხინვალთან ახლოს, სოფელ ნიქოზში ცხოვრობს. მათი
ერთადერთი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა.
წინასაახალწლოდ კი დღევანდელი დღე ნამორაძეებისთვის განსაკუთრებული
აღმოჩნდა.
ოჯახს საჩუქრად სარეცხი მანქანა გადაეცა.
ლეილა ნამორაძე ამბობს, რომ მიღებული საჩუქარი მისთვის დიდი
შეღავათია.
ადგილობრივების განმარტებით, ნამორაძეებისთვის მსგავსი სახის
ყურადღების გამოჩენა დროული და აუცილებელი იყო.
იდეის ავტორები მსგავსი სახის აქციების მოწყობას სამომავლოდაც
გეგმავენ.
მასალა მოგვაწოდეს აქციის ორგანიზატორებმა
სტატიის გამოყენების პირობები