ახალი ამბები
გორის მერიის ბიუჯეტის ახალ ვარიანტს შემთანხმებელი ჯგუფი მოამზადებს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დღეს, 31 დეკემბერს, შემთანხმებელი ჯგუფი შეიქმნა. მისი წევრები 2016 წლის 4 იანვრამდე ქალაქის მერიის ბიუჯეტის ახალ ვარიანტს მოამზადებენ.

შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის მიზეზი საკრებულოს ბოლო ორ სხდომაზე გატანილი, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტების ჩავარდნა გახდა.

პირველად 2015 წლის 25 დეკემბერს, ხოლო მეორედ 30 დეკემბერს ხმები 7/7/-ზე გაიყო.

საკრებულოს თავმჯდომარის, პაპუნა კობერიძის განცხადებით, რეგლამენტის თანახმად, საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირთა მონაწილეობით, შემთანხმებელი ჯგუფის შექმნა გახდა სავალდებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს N1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 88-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი შემთანხმებელი ჯგუფის წევრები არიან.

ა) პაპუნა კობერიძე - ჯგუფის ხელმძღვანელი; (ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმი)
ბ) ნინო ზურაბიშვილი - ჯგუფის წევრი; (ქართული ოცნება)
გ) დავით რაზმაძე - ჯგუფის წევრი; (ქართული ოცნება - რესპუბლიკელები)
დ) იოსებ ფალელაშვილი - ჯგუფის წევრი; (ქართული ოცნება)
ე) ივანე ჩხიკვაძე - ჯგუფის წევრი; (ქართული ოცნება)
ვ) ზურაბ როსებაშვილი - ჯგუფის წევრი; (ნინო ბურჯანაძის პარტია)
ზ) თამარ თედლიაშვილი - ჯგუფის წევრი; (თავისუფალი დემოკრატები)
თ) ილია მეტრეველი - ჯგუფის წევრი; (ქართული პარტია)
ი) ზაზა მეზვრიშვილი - ჯგუფის წევრი; (ლეიბორისტული პარტია)
კ) გიორგი რაზმაძე - ჯგუფის წევრი; (მერის მოადგილე)
ლ) დალი ტლაშაძე - ჯგუფის წევრი; (მერის მრჩეველი)

Print

სტატიის გამოყენების პირობები