Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/qartli.ge/public_html//images/temp/2016/01/04/bfcb67dfaa7f0f1fb5e8709a38619072.jpg" not exists.

ახალი ამბები
გორის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება” თავმჯდომარემ დატოვა
ქალაქ გორის საკრებულოში მმართველ პარტიას მხოლოდ 5 წევრი დარჩა. რიცხვი დღეს შემცირდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სოსო ფალელაშვილმა გადადგომის შესახებ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. ფალელაშვილმა თავმჯდომარის თანამდებობასთან ერთად პარტიის რიგებიც დატოვა.

„ჩემს თავს ვერ ვხედავ ამ თანამდებობაზე და ამ გუნდთან.მივიღე გადაწყვეტილება ვიყო დამოუკიდებელი დეპუტატი. არანაირი დაპირისპირება არ მქონია პარტიის წევრებთან. ჩემს ამომრჩეველთან ვიმუშავებ აქტიურად დამოუკიდევბლად“. - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ სოსო ფალელაშვილმა.

ფალელაშვილის გადადგომა მოულედნელი აღმოჩნდა საკრებულოს თავმჯდომარისთვის, პაპუნა კობერიძე ამბობს, რომ „არ ველოდი მის გადაწყვეტილებას, კულუარებში ათას რამეს იტყვიან, თუმცა დაპირისპირება არ ყოფილა. ბოლო პერიოდში რაღაცას ვხედავდი, მაგრამ ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას არ ველოდი.“

„ვინც ვერ ხედავთ თავის თავს „ქართულ ოცნებაში“ მისთვის გზა ხსნილია, ზოგადად ამ პარტიას სჭირდებოდა გაჯანსაღება და დიდი რესურსი არ დაგვიკარგავს ფალელაშვილის წასვლით, ეს არის ჩემი მოსაზრება“. -განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა.

ქალაქ გორის საკრებულო 15 დეპუტატისგან შედგება აქედან მმართველ პარტიას მხოლოდ 5 დეპუტატი წარმოადგენს.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სულ 16 საკითხი განიხილა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები