ახალი ამბები
კასპის რაიონში 72 წლის მამაკაცს ეძებენ
კასპის რაიონის სოფელ გომის მკვიდრს 72 წლის დავით თათარაშვილს,
ოჯახის წევრები უკვე მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ. 

დავით თათარაშვილი 3 იანვარს სახლიდან დღის მეორე ნახევარში გავიდა.

დაკარგულს სავარაუდოდ აცვია ღამის საშინაო ტანსაცმელი (საღამურები), პირადი მობილური არ წაუღია.

ეს ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ამავე სოფლის რწმუნებულმა კახაბერ კაციაშვილმა აცნობა.

კაციაშვილის თქმით დაკარგულის მეუღლემ ქმრის გაუჩინარების შესახებ პოლიციას დღეს დილით აცნობა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები