სოფელ ბერშუეთიდან 20 წლის ლაშა გლურჯიძის დაკავებას სახელმწიფო
უსაფრთხოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ადასტურებს.
სოფლის მკვიდრი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მაშინ დააკავეს,
როდესაც ის სანადიროდ იმყოფებოდა.
გლურჯიძესთან ერთად სანადიროდ მისი თანატოლი საბა სეხნიაშვილიც იყო,
რომელმაც გამოქცევა მოახერხა.
სოფლის წარმომადგენლის ინფორმაცით ახალგარზდები ქართული მხარის
კონტროლირებული ტერიტორიიდან აიყვანეს. ჩვენი ინფორმაციით დაკავებული
ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს.
ბერშუეთის მკვიდრი რუსეთის მესაზღვრეებმა დღეს დილით დააკავეს.
სტატიის გამოყენების პირობები