5 ხელმომწერი და 6 ადგილი,როგორ გადანაწილდება თანამდებობები ქალაქ
გორის საკრებულოში.
იმპიჩმენტის მოთხოვნას ხელი 3 პარტიის წევრმა მოაწერა. „თავისუფალი
დემოკრატები“ - თამარ თედლიაშვილი , დავით წეწვაძე. „ქართული პარტია“
- ილია მეტრეველი , გიორგი ამბოკაძე . „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
- მინდია გოდერძიშვილი.
6 თანამდებობის პირის გადაყენების შემთხვევაში შემცვლელი კანდიდატების
ვინაობა უცნობია.
სამანდატო,საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე -
თამარ თედლიაშვილი.
საფინანსო-საბიუჯეტო კომისია - დავით რაზმაძე.
ინფრასტრუქტურისა და სივრცითი დაგეგმარების კომისია - ზურაბ
როსებაშვილი.
ჯანდაცვის,განათლების,სპორტის და სოციალურ საკითხთა კომისია - ვანო
ჩხიკვაძე.
ქონების მართვა და ბუნებრივი რესურსების კომისია - ზაზა
მეზვრიშვილი.
ეს ქალაქის საკრებულოში მოქმედი კომისიების და თავმჯდომარეების
ჩამონათვალია, აქედან საკრებულოს წევრების ნაწილი თედლიაშვილის გარდა
ყველა თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.
დეპუტატები შედეგებზე არ საუბრობენ და 14 იანვრის საკრებულოს
რიგგარეშე სხდომას ელოდებიან.
„შედეგებს გაიგებთ საკრებულოს სხდომაზე. თუმცა რომელ სხდომაზე
ჯერ არ ვიცი. ახლა გეტყვით იმას, რომ განცხადება შესულია
საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე. საკრებულოს 6 თანამდებობის პირის
თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით.“ აცხადებს თამარ
თედლიაშვილი.
ქალაქ გორის საკრებულოში 15 დეპუტატია აქედან მმართველ პარტიას მხოლოდ
5 წარმოადგენს 2 ოპოზიციონერი წევრი კომისიის თავმჯდომარეა, რომელთა
გადადგომასაც დანარჩენი ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ, ხოლო ერთმა
დამოუკიდებლობა გუშინ გამოაცხადა.
სტატიის გამოყენების პირობები