ახალი ამბები
გორის სოფლებში წყლის მილები დაზიანდა
გორის რაიონის 10-მდე სოფელში სასმელი წყლის სისტემები დაზიანდა.

ამის მიზეზი თოვლი და ძლიერი ყინვები გახდა.

უფრო კონკრეტულად ერგნეთში, ბროწლეთში, ტირძნისში, დიცში და წედისში სასმელი წყალი მიწის ზედა არსებულ მილებში გაიყინა, სოფელ ფლავისმანში კი ყინვამ მილი გახეთქა.

ინფრასტრუქტურის სამსახური გაყინულ მილებს ცეცხლით ალღობს.

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ანა ლაფაჩის თქმით, აღნიშნულ სოფლებში წყლის გალღობითი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო სოფელ ფლავისმანში მილის ამოცვლის სამუშაოები კვირის ბოლომდე დასრულდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები