ახალი ამბები
პირველი თოვლი კასპსა და გორში
თოვლის მოსვლას გორსა და კასპში პრობლემები არ შეუქმნია.

გზებზე შესაბამისმა სამსახურებმა ტექნიკური მარილი უკვე დაყარეს.

გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს გორის რაიონის რამდენიმე სოფელში, სადაც გორის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

უკვე გაიწმინდა დიდი და პატარა გორიჯვრის გზები.

თოვლის საფარმა დაახლოებით 15 სმ-ს გადააჭარბა.

სინოპტიკოსები დღეიდან ტემპერატურის მატებას ვარაუდობენ.

 


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები