დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 307 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 174 შემთხვევა, აჭარა - 31, იმერეთი - 21,
ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 3, გურია - 3, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 28 კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 4,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 11 117 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 477 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 5 640 PCR ტესტით.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩატარებული ტესტირების
შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 307 ახალი
დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო
რაოდენობა შეადგენს 349 405-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ივნისის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე -
2.88%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.98%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 014 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 334 519-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 934 პირი
ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 926,
საიდანაც: 3 428 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 929, აჭარაში - 328, იმერეთში - 419. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 752 პირი, მათ შორის, თბილისში - 357, აჭარაში
- 89, იმერეთში -131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 202 პირი,
მათგან თბილისში - 135, აჭარაში - 10, იმერეთში - 11. 627 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 377 - თბილისში, 220-
აჭარაში. 5 871 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0.
სულ 6 ოქტომბრიდან - 6 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 832 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 462 ადამიანი,
სტატიის გამოყენების პირობები