ახალი ამბები
ექიმის განცხადებით, პატრულის თანამშრომელს ცხვირი დაუზიანეს
პატრულის თანამშრომელს ცხვირის ქსოვილები აქვს დაზიანებული, გატეხილი არა აქვს და ის სახლში გაწერეს - ამის შესახებ გორმედის ექიმმა, მანუჩარ სხირელმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციელს დაზიანება სავარაუდოდ ბლაგვი საგნით მიაყენეს. მისი განმარტებით, ძვლის მოტეხილობები არ აღინიშნება, თუმცა, დაზიანების ხარისხს საბოლოოდ ექსპერტიზა დაადგენს.

შეგახსენებთ, დღეს საღამოს, გორის პატრულის თანამშრომელს (წინასწარი ინფორმაციით, ოცმეთაურს) მოქალაქე თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიციელი შველას ითხოვდა. დამატებითი ეკიპაჟის მისვლამდე თავდამსხმელმა, ახალგაზრდა მამამაკაცმა მიმალვა მოასწრო. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, მიმდებარე ქუჩებზე სამძებრო სამუშაოებს ატარებდნენ.

შს სამინისტროს პრეს-სამსახური ირწმუნება, რომ დაკავებულია ერთი პირი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები