ახალი ამბები
ცხინვალში რძის ნაწარმის და კვერცხის დეფიციტია
ცხინვალში
საკვები პროდუქტების იმპორტიორებს საბაჟო გამშვებ პუნქტზე პრობლემები
ექმნებათ.
ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა „კავკაზსკიი უზელთან“
საუბრობს.
„გუშინ მაღაზიებში რიგი იყო კვერცხზე. არ არის ახალი ხაჭო, არაჟანი და
კეფირი და რაც არის ვადაგასულია“, - ამბობს ცხინვალის მკვიდრი ელვირა
მამიევა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტები
რუსეთის ფედერაციიდან 7 იანვრის შემდეგ აღარ შესულა. ამის მიზეზი
რუსეთთან დამაკავშირებელ სასაზღვრო პუნქტზე მებაჟეების მიერ
შეჩერებული ტვირთია.
„მებაჟეები აღნიშნავენ, რომ მეწარმეებს სერთიფიკატები არ გვაქვს
რუსეთის მწარმოებლებთან გაფორმებული და ყველა სახის პროდუქციის
სრულფასოვან განბაჟებას ითხოვენ.“- უთხრა გამოცემას მეწარმე მარინა
ცხოვრებოვამ.
„პროდუქცია ბოლოს გასული წლის დეკემბერში შემოვიტანე საზღვრის გავლით.
მაშინ ჩვენ საბაჟო დეკლარაცია შევავსეთ 200 დასახელების პროდუქტზე,
გადავიხადეთ გარკვეული თანხა და საზღვარი პრობლემის გარეშე გავიარეთ.
2016 წლის დასაწყისიდან ჩვენ უკვე პრობლემები შეგვექმნა პროდქციის
შემოტანაზე სამხრეთ ოსეთში. მებაჟეების ნაწილი გვეუბნება რომ
საკმარისი დოკუმენტაცია არ გვაქვს პროდუქტის შემოსატანად, ნაწილის
თქმით კი , რენდგენის აპარატი გაფუჭებულია და მისი შეკეთება მხოლოდ 14
იანვრის შემდეგ შეძლებენ. ვიდრე აპარატი არ შეკეთდება პროდუქციის
შემოტანას ვერ შევძლებთ“.
მეწარმე იმასაც აღნიშნავს, რომ საბაჟოზე შეჩერებული რძის პროდუქტებიუს
ნაწილი უკვე გაფუჭდა, - „ქმარმა დაიქირავა რამდენიმე სამარშუტო ტაქსი
გადატვირთეს დიდი მანქანებში არსებული პროდუქცია და ისე შიტანეს
სამხრეთ ოსეთში.“
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე მურად
ცხოვრებოვი განმარტავს, რომ „პრობლემები მეწარმეებს წლების
განმავლობაში მართლაც ექმნებათ, რადგან დოკუმენტებს არსებული წესის
მიხედვით არ აფორმებენ. შემოტანილ საქონელს აფორმენებ,როგორც პირადი
მოხმარების საგნებად და არა როგორც სარეალიზაციოდ . აქედან
გამომდინარე ასეთი პროდუქციის გადმოტანას პრობლემები ყოველთვის
ახლავს. პროდუქცია უნდა შეიძინონ ან მწარმოებელთან ან ოფიციალური
დილერებთან რომ შესაბამისი სერთიფიკატი თან დაერთოს.“
მურად ცხოვრებოვის თქმით, დე-ფაქტო მთავრობამ პრობლემების მოგვარების
თხოვნით ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებას უკვე მიმართა.
სტატიის გამოყენების პირობები