ახალი ამბები
რა სპექტაკლმა მოუტანა წარმატება გორის თეატრს
უმაღლესი პრემია "საუკეთესო სპექტაკლი" ("გრან-პრი") გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრს გადაეცა

ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმმა გუშინ, 14 იანვარს, მიიღო.
14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღნიშნეს.

სპექტაკლმა, რომელმაც პრიზი დაიმსახურა, ანტონ ჩეხოვის ნაწარმოების მიხედვით დადგმული - "ალუბლის ბაღია".

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის სოსო ნემსაძის ინიციატივით, ,,ალუბლის ბაღის" პრემიერა, გორში, გასული წლის დასაწყისში გაიმართა.

მანამდე, ,,ალუბლის ბაღის" დადგმა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასმა 2006 წელს შეძლო. იმ პერიოდში სპექტაკლი, სწორედ, თუმანიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

"ალუბლის ბაღში" მოქმედება ვითარდება შემდეგნაირად.

საფრანგეთიდან ლუბოვ რანევსკაია ქალიშვილთან ერთად მამულში დაბრუნდა და ვალები აქვს. მშვენიერ ალუბლის ბაღს უყიდიან. საქმეს ნაცნობ ვაჭართან იჭერს, რომელიც ალუბლების დაჭრას ურჩევს. შემდეგ კი, ნაკვეთებად დაანაწილოს და ასე ნაწილ-ნაწილ იჯარით გასცეს. რანევსკაია უარზეა, მაგრამ არც ის იცის, რა გზას დაადგეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები