ახალი ამბები
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ოჯახებს 200-200 ლარი გადაეცემათ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ოჯახების დასახმარებლად 1 მლნ 451 ათასი ლარი გამოიყო.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს.

თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. ჯამში დახმარებას 7 255 ოჯახი მიიღებს

ცვლილებები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თანხის ასახვის შესახებ, 18 იანვარს შევიდა.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, თითოეულ ოჯახზე დახმარება 200 ლარის ოდენობით განისაზღვრა.


ფოტოზე: სოფელი ვაკე
Print

სტატიის გამოყენების პირობები