ახალი ამბები
კასპელი ტენორი მადრიდში მიიწვიეს
ახალგაზრდა ქართველი ტენორი, კასპელი მიხეილ შეშაბერიძე მადრიდის სამეფო თეატრმა ახალ სპექტაკლში მიიწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

კულტურის სამსახურის ცნობით, მიხეილ შეშაბერიძე მონაწილეობას ახალ სპექტაკლში მიიღებს.

31 წლის კასპელი ტენორი 8 წელია იტალიაში მოღვაწეობს და 2015 წლის შემოდგომაზე საუკეთესო სოლისტად აღიარეს.

,,მსოფლიოს ერთ - ერთ წამყვან თეატრში მიხეილ შეშაბერიძის მოღვაწეობის დაწყება უდიდესი წარმატებაა." - აცხადებენ გამგეობაში.

მიხეილ შეშაბერიძე ლუჩიანო პავაროტის სტიპენდიანტიც გახლდათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები