სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების
მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 62-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე ოსურმა მხარემ მედიასთან კომენტარი არ
გააკეთა.
შეხვედრის მონაწილეები ბოლო ერთ თვეში დაფიქსირებულ ინციდენტებს
განიხილავენ. ასევე არის წინა შეხვედრებიდან მომდინარე თემები, მათ
შორის - ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის ცხედრის
სასამართლო-სამედიცინო დასკვნის შესახებ.
ქართული მხარე გასულ წელს ე . წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის
ბრალდებით დაკავებულ საქართველოს 2 მოქალაქის საკითხსაც
გააპროტესტებს, ეს 2 ადამიანი ცხინვალის ციხეში რჩება. მათ 1 წლიანი
პატიმრობა აქვთ მისჯილი.
განსახილველ საკითხთა სიაში უკანონო დაკავებებიცაა. ინციდენტების
ფორმატში გამართული წინა შეხვედრიდან დღემდე ე . წ . საზღვრის უკანონო
გადაკვეთის ბრალდებით რუსეთის მესაზღვრეებმა საქართველოს 11 მოქალაქე
დააკავეს, ამ დროისთვის ყველა მათგანი თავისუფალია.
დღის წესრიგში ტირიფონის არხის გაწმენდის საკითხიც შედის. შეხვედრაზე
ასევე განიხილავენ გამყოფ ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების
გავლებისა და შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნილ
პრობლემებს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში
მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და სახელწმიფო
უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენენ.
სტატიის გამოყენების პირობები