ახალი ამბები
ავარია ქარელის შესასვლელში - დაიღუპა 6 წლის ბავშვი
19 იანვარს, ღამის 12 საათზე, ქარელის შესასვლელში, ავტომანქანა ხეს შეეჯახა. დაიღუპა მცირეწლოვანი ბავშვი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ავტომანქანას გარდაცვლილი ბავშვის დედა მართავდა.

ავტომობილში 4 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის, ფეხმძიმე ქალიც, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია.

რაც შეეხება 6 წლის გოგონას, ის საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

ასევე დაშავებულები არიან მძღოლი და მძღოლის დედაც, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მერსედესის ჯიპი ქარელიდან ღამის 12 საათზე თბილისის მიმართულებით მიდიოდა. გამოძიება სისხლის სამართლის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები