5 აგვისტოს, უფლისციხეში, გორის მერობის კანდიდატი ვლადიმერ
ხინჩეგაშვილი ,,ქართული ოცნების'' ახალგაზრდული ორგანიზაციის
წარმომადგენლებს შეხვდა.
ოლიმპიური ჩემპიონი ახალგაზრდებს შიდა ქართლის გუბერნატორმა
წარუდგინა..
შეხვედრის შესახებ მედიისთვის არ უცნობებიათ. როგორც პარტიის
წარმომადგენელი, სანადრო მარანელი აცხადებს, ახალგაზრდების კითხვებს
უპასუხა მერობის კანდიდატმა, მიმოხილული იქნა არსებული მდგომარეობა,
ახალგაზრდების საჭიროებები.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის მერის პირველი მოადგილე და კულტურის
სამსახურის წარმომადგენლები.

სტატიის გამოყენების პირობები