ცხინვალში რუს ჯარისკაცს ეძებენ. 19 წლის ვიქტორ ივანოვი ცხინვალის
სამხედრო ბაზაზე სამუშაოდ ქალაქ ომსკიდან ჩავიდა.
როგორც სააგენტო "ოსინფო" იუწყება, მე-4 რუსული ბაზის სამხედროები
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ძებნას განაგრძობენ.
სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცავები და მესაზღვრეები არიან
ჩართულები.
ისინი ცხინვალსა და მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებენ.
ქალაქის ქუჩებში დაკარგული ჯარისკაცის ფოტოებია გამოქვეყნებული, ხოლო
მისი პოვნისთვის ჯილდოდ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 150 000
რუსული რუბლი დააწესა.
დაკარგული ჯარისკაცის მამა ცხინვალში სამშაბათს 19 იანვარს ჩავიდა,
რომელიც შვილის მოძებნაში დახმარებას ადგილობრივ მოსახლეობას
სთხოვს.
ვიქტორ ივანოვი გასულ კვირას სასწავლო პოლიგონიდან დაიკარგა.
სტატიის გამოყენების პირობები