გორში, ძლიერი ქარის შედეგად, დღეს კიდევ 2 კორპუსის სახურავი
დააზიანა.
გორის მერიის ცნობით, გადახდილია სახურავი თარხნიშვილისა და ბარნოვის
ქუჩაზე.
ბარნოვის ქუჩაზე ქარმა სახურავი გუშინაც დააზიანა.
ქალაქის მასშტაბით, წაიქცა 3 ხე - 1 კომბინატის დასახლებაში, მეორე -
ფერაძის ქუჩაზე (ჭალა) და მესამე 26 მაისის სანაპიროზე (მეჯუდის
სანაპირო).
გორის მერიაში აცხადებენ, რომ დეტალებს კიდევ აზუსტებენ.
რაც შეეხება გუშინდელ სტიქიას, 8 აგვისტოს დაზიადა ცხინვალის ქ. 9 ბ,
ბარნოვის ქუჩაზე, ამილახვრის ქუჩაზე - მესამე სკოლის წინ,
მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსების სახურავები.

სტატიის გამოყენების პირობები