22-01-2016 შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა
ამოიღო.
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული
სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების
შედეგად, 1976 წელს დაბადებული კადირ ხ. ცეცხლსასროლი იარაღის და
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის
ბრალდებით ქარელში დააკავეს.
სამართალდამცველებმა კადირ ხ. ქარელში, ყაზბეგის ქუჩაზე იმ დროს
დააკავეს, როდესაც ის ავტომანქანით გადაადგილდებოდა.
პოლიციამ, აღნიშნული ავტომანქანის ჩხრეკისას, „ა-კა-ემ“-ის მოდელის
არარეგისტრირებული ავტომატი, 4 მჭიდი და 500 საბრძოლო ვაზნა, ხოლო
ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას - 1 მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა
ამოიღო.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი
იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და
გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის
მე-2 და მე-4 ნაწილებით).
სტატიის გამოყენების პირობები