მიუსაფარ ცხოველთა გორის თავშესაფარს 100 ტომარა საკვები უსასყიდლოდ
გადასცეს.
ამის შესახებ ინფორმაციას თავშესაფრის ხელმძღვანელი თამარ აფციაური
ავრცელებს.
საჩუქარი გორში თამაზ ელიზბარაშვილმა ჩაიტანა.
ის თბილისის ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელია.
თამარ აფციაურის განცხადებით, ეს კეთილშობილური საქმე იმ მდგომარეობამ
გამოიწვია, რაც გორის ცხოველთა თავშესაფარში არსებობს.
ბოლო პერიოდში, ცხოველთა დამცველები გორის თავშესაფარში არსებულ მძიმე
პირობებზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
სტატიის გამოყენების პირობები