კასპის მუნიცპალიტეტში ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა
მიმდინარეობს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის
მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსახურის ცნობით, ხიდი მომავალში სოფლებს: ახალსოფელსა და
თეძმისხევის მოსახლეობას დააკავშირებს.
ამჟამად, მდინარე თეძამის კალაპოტის გაწმენდა და ხიდის მონოლითური
საძირკვლის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და მან 130 923
ლარი შეადგინა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პემი“ ასრულებს.
მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა გოჩიტაშვილის განცხადებით, მდინარე
თეძამზე ხიდის მშენებლობა 2016 წლის აპრილში დასრულდება.
სტატიის გამოყენების პირობები