ჯაბა იმერლიშვილი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს,
გორის თვითმმართველ თემში ოქრუაშვილის პარტიიდან მაჟორიტარ დეპუტატად
იყრიდა კენჭს, ,,ქართულ ოცნებას'' შეუერთდა.
წელს, მმართველმა გუნდმა, 2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის
არჩევნებზე, საკრებულოში შემდეგი სოფლების: მერეთი-გუგუტიანთკარისა და
ზარდიანთკარის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
ჯაბა იმერლიშვილი წლების განმავლობაში ოქრუაშვილის ,,ქართული
პარტიის'' წამყვანი ფიგურა იყო მუნიციპალიტეტში. ის 2014-2017 წლებში,
საკრებულოს წევრიც იყო.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, გორის თემიდან ხმების 8.8% (2221
ხმა) მიიღო, ხოლო ,,ქართული ოცნების'' კანდიდატმა თემურ ხუბულურმა
41.8% (10 555 ხმა) მიიღო და პარლამენტარიც გახდა.
ამჟამად, თემურ ხუბულური შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეა, ხოლო
მისი 5 წლის წინანდელი კანდიდატი თანამებრძოლი გახდა.
ჯაბა იმერლიშვილმა ბოლო დეკლარაცია 2017 წელს შეავსო, როდესაც
საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული პარტიის'' ხელმძღვანელი იყო. ის სოფელ
ბროწლეთში 40 ჰა-მდე ბაღებს ფლობს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის
რეალიზაციიდან წელიწადში შემოსავალს 70 000 ლარს ღებულობდა.
ქვემოთ
ფოტოზე:
2016 წელი, ირაკლი ოქრუაშვილი
ჯაბა იმერლიშვილი გორის თვითმმართველი თემის მაჟორიტარ კანდიდატად
წარადგინა

სტატიის გამოყენების პირობები