დღეს დილით იგოეთი-კასპის გზის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა
მოხდა.
კასპიდან მიმავალი ჯიპი ამოტრიალდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ
დაშავებულა.
მძღოლს ადმინისტრაციული ჯარიმა გაუფორმდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავარიის მიზეზი დიდთოვლობა და
გაუწმენდავი გზა გახდა.
ავტომანქანების მძღოლები ამბობენ, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე
ტექნიკური მარილი არ ყრია, რაც მათ მიერ გადაღებული ფოტოებზე კარად
ჩანს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი კასპის მუნიციპალიტეტის
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა.
სამსახურის უფროსი ნოდარ ნატროშვილი ამბობს, რომ იგოეთი-კასპის
დამაკავშირებელი გზა საქართველოს გზების დეპარტამენტს ეკუთვნის და,
შესაბამისად, გაწმენდითი სამუშაოები დეპარტამენტმა უნდა ჩაატაროს.
ნატროშვილი ირწმუნება, რომ მან საქმის კურსში გზების დეპარტამენტის
წარმომადგენლები უკვე ჩააყენა.

\
სტატიის გამოყენების პირობები