2016 წლის 28 იანვარს გორში, ,,არტ-კაფეში" ლიტერატურული საღამო
გაიმართება, სადაც ბულგარელი პოეტი, დიპლომატი, მთარგმნელი და
აკადემიკოსი, დოქტორი კრასინ ჰიმირსკი იქნება მიწვეული.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,არტ-კაფეს"
ადმინისტრაციიდან აცნობეს.
ლიტერატურული საღამო, რომელსაც „სიტყვა – ურთიერთგაგების, მეგობრობის
და მშვიდობის ხიდი“ ჰქვია, 18 საათზე დაიწყება.
შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს მწერალთა კავშირისა და
ბულგარეთის მწერალთა კავშირის ,,ვაზრაჟდანეს" წარმომადგენლები
მიიღებენ.
,,არტ-კაფეს" საპატიო სტუმარი ბულგარეთის მწერალთა კავშირის,
ბულგარეთის ჟურნალისტთა კავშირის, ბულგარეთის „პენ–ცენტრის“,
მთარგმნელთა და თარჯიმანთა კავშირის, სლავური ენების და კულტურის
საერთაშორისო ფონდის წევრი და სერბეთის მწერალთა კავშირის საპატიო
წევრია.
ასევე, იგი ასოციაცია „ინდონეზიის მეგობრები – ნუსანტარა,
ბულგარეთი“–ის თავმჯდომარეა, რომელსაც ქართველი ჟურნალისტი, მწერალი,
პოეტი და მთარგმნელი ვლადიმერ სარიშვილი წარადგენს.
ღონისძიებას საქართველოს მწერალთა კავშირის წარმომადგენელი მაყვალა
გონაშვილი, საქართველოში ბულგარელთა კავშირის ,,ვაზრაჟდანეს"
ხელმძღვანელი რაინა ბელევა-ახალკაციშვილი და ქართველ ხელოვანთა
საერთაშორისო ფედერაციის (IFA) წევრი ნუგზარ მგალობლიშვილი
დაესწრებიან.
გორიდან კი გორის ლიტერატორთა და ხელოვანთა კავშირის პრეზიდენტი,
პოეტი დათო ახლოური მიიღებს მონაწილეობას. ასევე, მიწვეულები არიან
ადგილობრივი მწერლები და პოეტები.
,,არტ-კაფეს" ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე დაინტერესებულ
პირებს, მწერლებს, პოეტებს, ჟურნალისტებს, ხელოვანებს ელოდებიან
ხუთშაბათს, 28 იანვარს 18:00 ს.თ.–ზე
მის; გორი, სტალინის ქ. 10
დოქტორი კრასინ ჰიმისკი
ბულგარელი პოეტი, დიპლომატი, მთარგმნელი აკადემიკოსი
ბულგარეთის მწერალთა კავშირის, ბულგარეთის ჟურნალისტთა კავშირის,
ბულგარეთის „პენ–ცენტრის“, მთარგმნელთა და თარჯიმანთა კავშირის,
სლავური ენების და კულტურის საერთაშორისო ფონდის წევრი და სერბეთის
მწერალთა კავშირის საპატიო წევრი. ასოციაცია „ინდონეზიის მეგობრები –
ნუსანტარა, ბულგარეთი“–ის თავმჯდომარე
სტატიის გამოყენების პირობები