ქალაქ ხაშურის ქუჩების დიდი ნაწილი მოყინულია.
ტექნიკური მარილი, მხოლოდ, იმ მონაკვეთებზე იყრება, სადაც
თბილისი-სენაკის ცენტრალური მაგისტრალი გადის.
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ქალაქში გზების
გაწმენდის აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არის.
მუნიციპალტეტი ტექნიკურ მარილს ხაშურსა და სურამში, ავტომანქანების
ინტენსიური მოძრაობის გათვალისწინებით, იყენებს.
რაც შეეხება სოფლებს, ადგილობრივ ხელისუფლების ცნობით, ტრანსპორტის
გადაადგილების კუთხით შეფერხებებს ადგილი არა აქვს.
სტატიის გამოყენების პირობები